ნინო დაბრუნდაშვილი
ბიოგრაფია: ნინო დაბრუნდაშვილი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლ.ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, სამედიცინო ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო დაბრუნდაშვილი მაღალკვალიფიცირებული მკვლევარია ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის და იმუნოლოგიისა, მიკრობიოლოგიის და კვების მეცნიერების დარგში. მას გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ორიგინალური სამეცნიერო პუბლიკაციები იმპაქტ ფაქტორის მქონე, რეცენზირებად და რეგიონულ ჟურნალებში. ნინო დაბრუნდაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტებში და პროექტებში. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტის ხელმძღვანელია. ნინო დაბრუნდაშვილის სამეცნიერო სამუშაოს სფეროს წარმოადგენს სამედიცინო ეკოლოგიის, ნუტრიციოლოგიის, გენეტიკის და იმუნოლოგიის ინტეგრირებული კვლევები.
ინტერესები:
• ზოგიერთი ქიმიური ელემენტის დისბალანსის როლი ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ეტიოლოგიასა და მიმდინარეობაში.
• მიკროგარემოს ცვლილების ზეგავლენის შესწავლა მაკროფაგების და ლიმფოციტების პროგრამირებაზე და ფუნქციონირებაზე. • ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენის კვლევა ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემებზე. • თუთიის დონის ეპიდემიოლოგიური ანალიზი საქართველოს მოსახლეობაში • კვების მეცნიერება, რომელიც მოიცავს კვების ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას და ადამიანის ჯანმრთელობასთან მათი კორელაციის ანალიზს.
- Email: n.dabrundashvili@tsmu.edu
- Mobile: 1234567890