მაკა გონგაძე
ბიოგრაფია: მაკა გონგაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლ.ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქვეპროგრამის ხელმძღვანელი. მაკა გონგაძე მაღალი დონის მკვლევარია განვითარების ბიოლოგიის, რეპროდუქციული იმუნოლოგიის, ბიოტექნოლოგიის და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში. იგი გახლავთ 38 სამეცნიერო სტატიისა თუ მონოგრაფიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია იმპაქტ ფაქტორიან, რეცენზირებად საერთაშორისო თუ ადგილობრივ ჟურნალებში („Birth Defects Research“, „American Journal of Reproductive Immunology“, „Diabetologia“ დაა.შ.) მაკა გონგაძე მუშაობდა მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტების ლაბორატორიებში, წამყვან მეცნიერებთან. იგი გახლავთ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, რომლებიც დაფინანსებული იქნა ადგლობრივი და უცხოური ფონდების მიერ. მაკა გონგაძის კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს ემბრიოლოგია და ტერატოლოგია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია და იმუნოლოგია. კერძოდ, მისი გრძელვადიანი კვლევის ინტერესებია: დიაბეტის ფონზე მიმდინარე ორსულობის გამოსავალის მექანიზმების კომპლექსური შესწავლა; დიაბეტის ფონზე მიმდინარე ორსულობის გამოსავალის კორექციის გზების ძიება, სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყენებით. მათი გავლენის შესწავლა ორსულობის შეწყვეტასა და ემბრიონის განვითარებაზე; სხვადასხვა დაავადებისა და მავნე ნივთიერებების გავლენა ორსულობაზე და მათი მოქმედების მექანიზმების დადგენა; განვითარების თანდაყოლილი მანკების და სპონტანური აბორტების გენეტიკური ასპექტები და გარემოს ზემოქმედება; იმუნური პასუხში მონაწილე ციტოკინების და სხვა მოლეკულების დადგენა და მიზანმიმართული მკურნალობის შემუშავება/გამოცდა.
- Email:
- Mobile:
- LinkedIn: