მაია გაგუა
ბიოგრაფია: ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, ვ. ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით მოლეკულური ბიოლოგია, მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია. 2000 წელს მოიპოვა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება, მიმართულებით უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია. მ. გაგუა არის მკვლევარი უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზეგავლენის შესწავლა გენის ექსპრესიის სხვადასხვა დონეზე; აგრეთვე, უჯრედებში მიმდინარე მოლეკულური მექანიზმების შესწავლა იშვიათი დაავადებების, კერძოდ კისტური ფიბროზის დროს. მ.გაგუას გამოქვეყნებული აქვს ორმოცამდე სამეცნიერო- კვლევითი ნაშრომი იმპაქტ- ფაქტორის მქონე და რეგიონალურ ჟურნალებში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა ექვსი სამეცნიერო გრანტის შესრულებაში. ამჟამად, მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ კვლევით პროექტში: „იმუნურ პასუხებთან ასოცირებული გენეტიკური და ეპიგენეტიკური მოდიფიკატორები კისტური ფიბროზის დროს“,
- Email:
- Mobile: