ეკა მაისურაძე

მეცნიერ თანამშრომელი

 ბიოგრაფია:  ვ. ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობით ანალიზური ქიმია. ე. მაისურაძის კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გავლენის შესწავლა გენის ექსპრესიაზე იშვიათი დაავადებების, კერძოდ კისტური ფიბროზის დროს. ე. მაისურაძეს გამოქვეყნებული აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო- კვლევითი ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალებში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სამეცნიერო გრანტების შესრულებაში. ამჟამად, მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევით პროექტში: „იმუნურ პასუხებთან ასოცირებული გენეტიკური და ეპიგენეტიკური მოდიფიკატორები კისტური ფიბროზის დროს“.

Scroll to Top