ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორია

ფარმაკოიმუნოლოგიის ლაბორატორია

ლაბორატორიის თანამშრომლები:
ირინე ანდრონიკაშვილი – ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 
დიანა ლაბარტყავა – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მიმდინარე საქმიანობა

ლაბორატორია შეიქმნა და ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსების
დღიდან. მისი ხელმძღვანელები სხვადასხვა დროს იყვნენ პროფესორები-
ნუგზარ ტატიშვილი და გაიანე სიმონია. წლების მანძილზე ლაბორატორიაში
შეისწავლებოდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზი და ხდებოდა
მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ახალი ეფექტური მეთოდების შემუშავება.
ლაბორატორიის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები, კვლევის მეთოდები,
შედეგები: ამჟამად კვლევის ძირითად მიმართულებას კვლავ წარმოადგენს
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პათოგენეზის შესწავლა, პრევენციისა და პათოგენეზური მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება. ამ ეტაპზე
ლაბორატორიში ხორციელდება პროექტი რომელიც შეისწავლის
ურთიერთკავშირის მარილმგრძნობიარე ესენციურ ჰიპერტენზიასა და
მეტაბოლურ სინდრომს შორის. ვვარაუდობთ, რომ კვლევის შედეგები
მოგვაწვდის ახალ ხედვას მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის პირველად
პრევენციასა და მკურნალობაზე.

სასწავლო მიმართულება:
შინაგანი მედიცინა, გერიატრია.საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება: შინაგანი მედიცინა,კარდიოლოგია, გერიატრია.მიღებული გრანტები (სასწავლო, სამეცნიერო, საკონფერენციო): ლაბორატორიის ბაზაზე შესრულებულია ათამდე საგრანტო პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო დაფინანსებით. ამ ეტაპზე ლაბორატორიაში მიმდინარეობს მუშაობა სამეცნიერო პროექტზე , რომელიც შეისწავლის ურთიერთკავშირს მარილმგრძნობიარე ესენციურ ჰიპერტენზიასა და მეტაბოლურსინდრომს შორის. სტატიების საერთო რაოდენობა . 81 მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებშისაერთაშორისო კონფერენციები – 66, ადგილობრივი -10.

ლაბორატორიის თანამშრომლები

ლაბორატორიის ხელმძღვანელი

უფროსი მეცნიერი

Scroll to Top