სამედიცინო ბიოტექნოლოგიისა და იმუნორეაბილიტაციის ლაბორატორია
ლაბორატორიის თანამშრომლები:
ია ფანცულაია – ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
არჩილ ალადაშვილი – მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
ხათუნა რეხვიაშვილი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი
ციცინო ათამაშვილი – მკვლევარი,
ნინო ჩიღვინაძე – მკვლევარი, დოქტორანტი
გიორგი ჭოლაძე – დოქტორანტი

მიმდინარე პროექტები:
• ბიომარკერების და გენეტიკური მუტაციების ინტეგრირებული შესწავლა
კოლორექტალური კიბოსთვის მიზანმიმართული თერაპიის შემუშავებისთვის (PI:ია ფანცულაია)
სადოქტორო პროექტები:
• პრო- და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების პროგნოზული როლი
დაავადების მიმდინარეობისა და სიმძიმის განსაზღვრაში Covid-19-ით
ინფიცირებულ პაციენტებში, სადოქტორო პროექტი (თსსუ, სამეცნიერო
ხელმძღვანელი: ია ფანცულაია)
• გენეტიკური მუტაციებისა და კიბოსთან ასოცირებული მაკროფაგების როლის
შესწავლა კოლორექტალური კიბოს მეტასტაზების განვითარებაში, სადოქტორო
პროექტი (SRNSF, სამეცნიერო ხელმძღვანელები: ია ფანცულაია, პროფ. თეიმურაზ
ლეჟავა (თსუ), კონსულტანტი: არჩილ ალადაშვილი)
ლაბორატორიული კვლევის მთავარი მიზანი და თემა ლაბორატორიის მთავარი მიზანია თერაპიული ჩარევებისა და დიაგნოსტიკური სტრატეგიული მიდგომების შემუშავება დაავადებათა მოლეკულური პროცესების შესწავლით. ჩვენი პროექტი ფოკუსირებულია კომპლექსური დაავადებების (ოსტეოართრიტი, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა) პათოლოგიაში ჩართული მოლეკულური მექანიზმების გამოვლენაზე. აგრეთვე მოლეკულური სამიზნეების, პროგნოზული ბიომარკერების იდენტიფიცირებასა და განვითარებაზე დაავადების პროფილაქტიკისთვის შესაბამისად, გრძელვადიანი კვლევის ინტერესებია:
ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურინივთიერებების იმუნომოდულატორული აქტივობის გამოკვლევა, მათი ზემოქმედების შესწავლა სხვადასხვა იმუნურ პასუხებზე (მასტიმულირებელი ან ინჰიბიტორული). ლაბორატორიის ინტერესი მოიცავს იმის შესწავლას, თუ როგორთრგუნავენ ნაერთები იმუნურ პასუხს ციტოკინების წარმოების რეგულირებით. კომპლექსური დაავადებების პროგრესში ჩართული ბიომარკერების
იდენტიფიკაცია და იმ სტრატეგიების გაუმჯობესება, რომელსაც შეუძლია
გააძლიეროს ამ ბიომარკერების თერაპიული პოტენციალი. იმუნოლოგიური რეაქციების გენეტიკური და გარემო ფაქტორების შეფასება, კერძოდ, ციტოკინების დონის ინდივიდუალურ ცვალებადობის შეფასება და მათი გენეტიკური რეგულაცია. კომპლექსური დაავადებების (დიაბეტი, ოსტეოართრიტი, კიბო და სხვა) განვითარებასა და პათოგენეზში არსებული იმუნოლოგიური დისფუნქციის გამოკვლევა. ოსტეოიმუნოლოგიური კვლევები – კავშირი ძვლისა და ხრტილის რემოდელირების პროცესსა და იმუნურ სისტემას შორის.
ლაბორატორიის თანამშრომლები

ხათუნა რეხვიაშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი