ბიომედიცინა
ლაბორატორიის თანამშრომლები:
ნინო ქიქოძე – ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მანანა იობაძე – მთავარი მეცნიერი
ნინო კუკულაძე – უფროსი მეცნიერი
მიმდინარე საქმიანობა:
ბოლო ათი წელია ვსწავლობთ აუტოიმუნურ დაავადებებსა და სიმსივნის იმუნოლოგიას. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდით რევმატოიდული ართრიტზე, I ტიპის დიაბეტზე, ქრონიკულ ურტიკარიასა და ღვიძლისა და პანკრეასის კიბოზე. ვსწავლობთ იმუნური უჯრედებისა და მოცირკულირე ციტოკინების ცვლილებებს ამ პათოლოგიების დროს, სხვადასხვა თერაპიული ან ქირურგიული ინტერვენციების გავლენას ამ პარამეტრებზე და მათ კორელაციებს კლინიკურ მაჩვენებლებსა და დაავადებისგან თავისუფალი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
ჩვენი მიმდინარე კვლევის საგანია ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის იმუნური და გენეტიკური ბიომარკერების იდენტიფიცირება. ეს ხელს შეუწყობს დაავადების უკეთეს მართვას და შეამცირებს პაციენტების და საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო დანახარჯებს.
ჩვენი მიმდინარე პროექტებია:
- იმუნური მაკონტროლებელი მოლეკულების ინჰიბიტორებით ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის შედეგად განვითარებული იმუნური თირეოიდიტის პროგნოზული ბიომარკერების კვლევა
- რევმატოიდული ართრიტის ტოცილიზუმაბით მკურნალობის პროგნოზული ბიომარკერების შესწავლა
სასწავლო მიმართულება:
ლაბორატორიის თანამშრომლები პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან იმუნოლოგიის დეპარტამენტში, თსსუ. ნინო ქიქოძე, აკადემიური დოქტორი, არის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს იმუნოლოგიის კურსს მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტებზე. განხორციელებული აქვს სამი სადოქტორო პროგრამა.
მანანა იობაძე, აკადემიური დოქტორი, ასწავლის იმუნოლოგიას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე.