სამედიცინო ეკოლოგიის ლაბორატორია
ნინო დაბრუნდაშვილი – ლაბორატორიის ხელმძღვანელი
თამარ მაკარიძე – მეცნიერ თანამშრომელი
ლაშა გიუნაშვილი – მეცნიერ თანამშრომელი

მიმდინარე საქმიანობა:
ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრიის მეთოდით მიმდინარეობს ესენციალური (თუთია და სელენი) და ტოქსიკური (ტყვია და კადმიუმი) ელემენტების შემცველობის დადგენა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, რათა შეფასდეს ამ ელემენტების ბალანსის დარღვევის როლი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადების ეტიოლოგიასა და მიმდინარეობაში.
ლაბორატორიის სამეცნიერო ჯგუფი ახორციელებს სისხლში თუთიის და სელენის კონცენტრაციის მონიტორინგს ქართულ მოსახლეობაში.
ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული პროგრამით (რაციონალური კვების ტესტი), დგინდება ნუტრიენტების, მათ შორის ესენციური ელემენტების რაოდენობა. პროგრამა მუშაობს ლაბორატორიის სამეცნიერო გუნდის მიერ შედგენილი კვების რაციონის კითხვარის საფუძველძე და იძლევა ინფორმაციას რა რაოდენობის ქიმიურ ელემენტებს აითვისებს ადამიანი კონკრეტული კვებით და სავარაუდოდ რისი ნაკლებობა/სიჭარბე შეიძლება ჰქოდეს პერსპექტივაში.
დაგეგმილი კვლევა:
I. თუთიის და სელენის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების დადგენა
ა) თუთიის შემადგენლობის შესწავლა წყალში, ნიადაგში, სხვა და სხვა ხორც პროდუქტში და კვერცხში.
ბ) თუთიის ათვისების დარღვევის გენეტიკური მიდრეკილება
II. სელენის როლის დადგენა აუტოიმუნური თირეოდიტის ეტიოლოგიასა და მიმდინარეობაში.
ა) პრაქტიკულად განხორციელდება ლაბორატორიაში შემუშავებული ფარისებრი ჯირკვლიდან ქსოვილის მიღების მეთოდი. ამ მეთოდით ქსოვილში მოხდება სელენის კონცენტრაციის განსაზღვრა აუტოიმუნური თირედის მქონე პაციენტებში და ინტაქტურ ქსოვილთან შედარება. ასევე იმავე ქსოვილში მოხდება სელენდამოკიდებული გლუტატიონ პეროქსიდაზის განსაზღვრა და კორელაციის დადგენა.
პარტნიორები


